25 აგვისტოს უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში ორი უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად სამი მფრინავი, მათ შორის ცნობილი უკრაინელი პილოტი, მეტსახელად Juice დაიღუპა.
ინფორმაციას შეჯახების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს.
გამოცემა Ukrainska Pravda უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობას დაუკავშირდა, თუმცა ვერ მიიღო დამატებითი ინფორმაცია შეჯახების შესახებ. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, შეჯახების შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება.





