NASA

NASA-მ და SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 4 ასტრონავტი გაგზავნეს

ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის Falcon 9 რაკეტის გაშვების მომენტი, 2023 წლის 26 აგვისტო.
Eva Marie Uzcategui/Getty Images

26 აგვისტოს NASA-მ და SpaceX-მა ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სხვადასხვა ეროვნების 4 ასტრონავტისგან შემდგარი მისია Crew-7 გაგზავნეს.

SpaceX-ის Falcon 9 რაკეტამ Crew Dragon Endurance კოსმოსური ხომალდი ორბიტაზე, დედამიწის ზედაპირიდან 420 მეტრის სიმაღლეზე გაიყვანა, რის შემდეგაც კაფსულას ჩაეხსნა.

ბორტზე მისიის ხელმძღვანელი და NASA-ს ასტრონავტი ჟასმინ მოგბელი, დანიელი ასტრონავტი, ევროპის კოსმოსურ სააგენტოს წარმომადგენელი ანდრეას მოგენსენი, იაპონიის საჰაერო-კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოს (JAXA) ასტრონავტი, სატოში ფურუკავა და რუსეთის როსკოსმოსის კოსმონავტი, კონსტანტინ ბორისოვი იმყოფებიან.

ასტრონავტები ორბიტაზე 24 საათის განმავლობაში იმოძრავებენ და კოსმოსურ სადგურს ნელ-ნელა მიუახლოვდებიან, 27 აგვისტოს კი სადგურზე გადავლენ, სადაც დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ.

ეს NASA-სა და SpaceX-ის თანამშრომლობით კოსმოსში გაშვებული მეშვიდე მისიაა.

კომენტარები