რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სერბეთი რუსეთის ელჩთან საუბრის შემდეგ ყირიმის პლატფორმის დეკლარაციის მხარდაჭერას უარყოფს

Ivica Dačić

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიკა დაჩიჩი რუსეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ყირიმის პლატფორმის დეკლარაციის მხარდაჭერას უარყოფს. მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს სერბეთი ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას უერთდებოდა საინფორმაციო მანიპულაცია იყო. 

"მანიპულაციებია ყირიმის პლატფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც თითქოს სერბეთი შეუერთდა... სერბეთის პრემიერმინისტრი მონაწილეობდა პლატფორმაში ვიდეო-ზარის საშუალებით, თუმცა ჩვენ არ განგვიცხადებია თანხმობა დეკლარაციის ტექსტზე.

ივიკა დაჩიჩის თქმით, სერბეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას უკრაინისთვის. 

რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ ყირიმის პლატფორმის სამიტს პირველად უერთდებოდა სერბეთი. 

European Pravda-ს ინფორმაციით, ყირიმის პლატფორმის სამიტზე დამსწრე ქვეყნების ნაწილი საბოლოო დეკლარაციას არ შეუერთდა. 

კომენტარები