აზერბაიჯან-სომხეთი

ფაშინიანი: აზერბაიჯანს ახალი სამშვიდობო შეთანხმება წარვუდგინეთ

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანს ახალი სამშვიდობო შეთანხმება წარუდგინა. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

აგვისტოს დასაწყისში Euronews-თან ინტერვიუში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა თქვეს, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია

სომხეთის პრემიერმინისტრის ფაშინიანის თქმით, მშვიდობის მიღწევა, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა. 

2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბახში ვითარება დაძაბულია. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ რუსეთის როლი მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დინამიკაში საგრძნობლად შემცირდა. უკანასკნელ პერიოდში აღნიშნული ვაკუუმი ევროკავშირმა და აშშ-მ შეავსეს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ადასტურებენ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების სურვილს, თუმცა დღემდე რჩება კონფლიქტური სიტუაცია ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით, რომელსაც სომხური მხარის მტკიცებით აზერბაიჯანი ბლოკავს. ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და მთიან ყარაბახში მცხოვრები სომხების დამაკავშირებელი გზაა, რომელსაც 2020 წლის შეთანხმებით რუსი სამშვიდობოები უნდა აკონტროლებდნენ. 

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები