რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული MI-8 ტიპის ვერტმფრენის პილოტი უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა და უკრაინულ მხარეს ჩაბარდა

UKRAINSKA PRAVDA

უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ რუსული MI-8 ტიპის ხომალდი უკრაინის ტერიტორიაზე შეიტყუა. სპეციალური ოპერაცია, რომელსაც უკრაინული სამხედრო დაზვერვა 6 თვის განმავლობაში ატარებდა, რუსი პილოტის გადაბირებით დასრულდა. ვერტმფრენი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს შორის ფრენას ასრულებდა. მას Su-27-ისა და Su-30-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ნაწილები გადაჰქონდა. 

ეკიპაჟში პილოტთან ერთად ორი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რეალურად სად მიფრინავდა ვერტმფრენი. სპეციალური ოპერაციების ჯგუფმა ეკიპაჟის წევრები გაანეიტრალა. რუსული ხომალდი საბოლოოდ ხარკოვის ოლქში დაჯდა. გადაბირებული პილოტი უკრაინაში დარჩა, სადაც მისი ოჯახის წევრები უკვე გადაყვანილები არიან.

უკრაინის ტერიტორიაზე დარჩა MI-8 ტიპის ვერტმფრენიც გადასაზიდ ტვირთთან ერთად. 

ინფორმაციას გამოცემა Ukrainska Pravda უკრაინის სამხედრო დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კომენტარები