ინდოეთმა შესაძლოა რუსეთს კოსმოსურ რბოლაში გაუსწროს. ინდოეთის უახლეს მისიამდე, რაც მთვარეზე დაშვების მცდელობას გულისხმობს, რამდენიმე დღეა დარჩენილი.
20 აგვისტოს ინდოეთის კოსმოსურმა სააგენტომ ISRO-ს წარმომადგენელმა X-ის საშუალებით თქვა, რომ შეეცდება Vikram დესანტი 23 აგვისტოს მთვარეზე დასვას.
ინფორმაცია მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც რუსული ხომალდმა Luna-25-მა კატასტროფა განიცადა და ორბიტაზე შემობრუნების შემდეგ მთვარის ზედაპირს დაეჯახა.
ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის (ISRO) წარმომადგენლის ცნობით, ინდოეთის დესანტი Vikram 23 აგვისტოს რუსეთის სამიზნე ადგილიდან რამდენიმე ასეულ მილში, მთვარის სამხრეთ პოლუსში დაეშვება.
დესანტი Vikram შექმნილია მთვარის ზედაპირის შემადგენლობის ტესტების ჩასატარებლად, ასევე სეისმური აქტივობის, ტემპერატურისა და რადიაციის დონის მონიტორინგისთვის.
ის ასევე შეეცდება მთვარის ნიადაგში ყინული აღმოაჩინოს, რისი გაკეთებაც რუსეთს Luna-25-ით სურდა.





