ალპები

22 წლის წინ დაკარგული კაცის ცხედარი ალპებში მყინვარის დადნობის შემდეგ იპოვეს

შლატენკეის მყინვარი
Ostirrol

სამთო მეგზურმა ავსტრიის ალპებში, სავარაუდოდ, 22 წლის წინ მყინვარზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული კაცის ნაშთები იპოვა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცხედარი იტალიის საზღვართან მდებარე შლატენკეის მყინვარზე, დაახლოებით 2 900 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს. მის სიახლოვეს მაშველებმა ზურგჩანთას მიაგნეს, რომელშიც ნაღდი ფული, საბანკო ბარათი და მართვის მოწმობა იდო. კაცს თან სათხილამურო აღჭურვილობაც ჰქონდა.

პოლიციამ დაადგინა, რომ ცხედარი ავსტრიელი კაცისაა, რომელიც 2001 წელს უნდა გარდაცვლილიყო, რა დროისთვისაც ის 37 წლის იქნებოდა. დნმ-ის საშუალებით კაცის ვინაობა რამდენიმე დღეში დაზუსტდება.

რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში მყინვარების დნობის პირობებში გახშირდა ათწლეულების წინ გაუჩინარებული მოლაშქრეების, მოთხილამურეების და ალპინისტების ნაშთების აღმოჩენის შემთხვევები.

2011 წელს ამავე შლატენკეის მყინვარზე ნაპოვნი ძვლები 1957 წელს დაკარგული ადგილობრივი კაცის აღმოჩნდა. ხოლო, მეზობელ შვეიცარიის მატერჰორნის მახლობლად მყინვარზე ნაპოვნი ცხედარი გერმანელი მთამსვლელის იყო, რომელიც 1986 წელს გაუჩინარდა.

კომენტარები