რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კრივოი როგსა და ზაპოროჟიეზე იერიშები მიიტანა

კრივოი როგზე მიტანილი იერიშის შედეგი

22 აგვისტოს გამთენიისას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ქალაქ კრივოი როგსა და ზაპოროჟიეს ოლქზე.

კრივოი როგში იერიშის შედეგად დაზიანდა 20 კერძო სახლი და ელექტრომომარაგების ხაზები. დაშავდა ერთი ადამიანი. ამას გარდა, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის თქმით, რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს სინელნიკოვის რაიონზეც, სადაც დაზიანდა კერძო საწარმო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქალაქ ზაპოროჟიეში იერიშის შედეგად დაზიანდა 4 მრავალსართულიანი კორპუსი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები