ევგენი პრიგოჟინი

პრიგოჟინის მტკიცებით, აფრიკაში იმყოფება და აფრიკელთა ბედნიერებისთვის იბრძვის

Оперативний ЗСУ / კადრი ვიდეოდან

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 24 ივნისს რუსეთში აჯანყების შემდეგ პირველად ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ირწმუნება, რომ იგი აფრიკაში იმყოფება და აფრიკელთა ბედნიერებისთვის და სამართლიანობისთვის იბრძვის.

ვიდეომიმართვა ვაგნერთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება.

ვიდეოში პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ჰაერის ტემპერატურა, სადაც ის იმყოფება, +50°C-ია.

"ჩვენ რუსეთს კიდევ უფრო ვზრდით ყველა კონტინენტზე. აფრიკა კიდევ უფრო თავისუფალია. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელ ხალხს, კოშმარი ISIS-ს, ალ-კაიდას და სხვა ბანდიტებს". - თქვა პრიგოჟინმა.

შეგახსენებთ, რომ ვაგნერის დაჯგუფება იბრძოდა უკრაინაში, განსაკუთრებით აქტიურად ბახმუტის ფრონტზე იბრძოდა. თუმცა, გაზაფხულის მიწურულს საველე ბანაკებზე გადასვლა დაიწყო. 

24 ივნისს რუსეთში ვაგნერმა შეიარაღებული აჯანყება რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობასთან კონფლიქტის გამო დაიწყო. თუმცა, იმავე დღის საღამოს, ბელარუსის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი კომპანიის წევრები საველე ბანაკებში ბრუნდებოდნენ. რუსეთის ფედერაციაში პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიხურა და იგი ბელარუსში გადავიდა, სადაც მისივე თქმით, ვაგნერი ბელარუსის არმის წვრთნით დაკავდებოდა. 

კომენტარები