მიანმარის სამხედრო ხუნტა

მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ ბუდიზმისთვის შეუარცხმყოფელი ფილმის გამო 14 პირი დააკავა

მიანმარის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამხედრო ხუნტამ მიანმარის 13 და შვეიცარიის 1 მოქალაქე დააკავა. ისინი მუშაობდნენ ფილმზე - არაფერს არ ელოდო, რომელიც 24 ივლისს YouTube-სა და TikTok-ზე გამოვიდა.

სამხედრო ხელისუფლების თქმით, ფილმი ბუდისტურ კულტურასა და ტრადიციას ზიანს აყენებს.

"მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირები თავად ბუდისტები იყვნენ, მათი ქცევები და სიტყვები იმდენად დაუფიქრებელი იყო, რომ ამან შეურაცხყო ბუდისტი ბერების ღირსება და მორალი." - თქვა ხუნტამ.

როგორც შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სპიკერმა CNN-ს უთხრა, ისინი საქმის კურსში არიან შვეიცარიის ადგილობრივი წარმომადგენლობა შესაბამის ორგანოებთან კონტაქტზეა.

კომენტარები