CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია დაიღუპა

CENN

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია 51 წლის ასაკში დაიღუპა. ორგანიზაციის განცხადებით, ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. დაღუპული და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდნენ.

"ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება უკეთესი მსოფლიოსთვის იღწვოდა". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე პროექტი წარმართა.

კომენტარები