რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს 54 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

Bloomberg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს სანქციების, "რუსეთზე მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა" და "კიევის ნეონაცისტური რეჟიმის ურყევი სამხედრო მხარდაჭერის" პასუხად მოსკოვმა 54 ბრიტანელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

შავ სიაში "უკრაინისთვის იარაღის, მათ შორის გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდებისთვის" გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ანაბელ გოლდი მოხვდა. მასთან ერთად "რუსეთის საერთაშორისო სპორტული იზოლაციის ლობირების" ბრალდებით რუსეთში შესვლა აუკრძალეს კულტურის მდივანს, ლუსი ფრეიზერსაც.

კრემლმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ათობით ჟურნალისტსაც, მათ შორის the Guardian-ის, BBC-სა და Daily Telegraph-ის კორესპონდენტებს.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორი, კარიმ ხანიც, რომელიც ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გამოცემის შემდეგ რუსეთის მიერ ძებნილთა სიაშიც მოხვდა.

მოსკოვმა სანქციებისა და უკრაინის დახმარების პასუხად ქვეყანაში შესვლა დასავლური ქვეყნის არაერთ მოქალაქეს აქამდეც აუკრძალა.

კომენტარები