აშშ

ბაიდენის მაღალჩინოსანმა შეაქო კლინიკა, რომელიც დედებს "კვერცხუჯრედის მწარმოებლებს" უწოდებს

რეიჩელ ლევინი
CAROLINE BREHMAN/GETTY

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, ადმირალ რეიჩელ ლევინს აკრიტიკებენ იმ კლინიკის შექებისთვის, რომელიც დედის აღმნიშვნელ ტერმინად "კვერცხუჯრედის მწარმოებელს" იყენებს.

ლევინი, რომელიც სენატის მიერ ფედერალურ თანამდებობაზე დამტკიცებული პირველი ტრანსგენდერი ქალია და 2021 წლიდან აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ მუშაობს, აღნიშნულ კლინიკას, Identity Alaska-ს ალასკის შტატში მდებარე ანკორიჯის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს ეწვია.

მან კლინიკის მხარდამჭერი ტექსტი საკუთარ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოაქვეყნა და იქაურ პერსონალს "უფრო სამართლიანი მომავლის შესაქმნელად" მომუშავე "შთამაგონებელი ადამიანები" უწოდა.

Identity Alaska 1977 წელსაა დაარსებული და თავდაპირველად ალასკის გეი საზოგადოების ცენტრის სახელით იყო ცნობილი. კლინიკა LGBT+ საზოგადოების წევრებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის სქესის შეცვლის პროცესში ჰორმონალურ და ქირურგიულ ჩარევასაც.

Identity Alaska საკუთარ ონლაინ რესურსებში გენდერის ინკლუზიურად წარმოჩენას ცდილობს, რის გამოც სიტყვა "დედას" ხან "გესტაციური მშობლის", ხან "მატარებლის" ხან კი ზემოხსენებული "კვერცხუჯრედის მწარმოებლით" ცვლიან.

კომენტარები