უბედური შემთხვევა რიკოთზე

რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთი მუშა დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევა საამქროში მოხდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს,დაღუპული - ჩინეთის, ხოლო დაშავებული კი საქართველოს მოქალაქეა. 

შშს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები