რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულ ვერტმფრენებს უცხოეთში წარმოებული ნაწილები აქვთ, სანქციები გასამკაცრებელია – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, Ka-52-ის ტიპის რუსული ვერტმფრენები, რომლებიც 17 აგვისტოს დილით უკრაინაში ჩამოაგდეს, უცხოური ჩიპებისა და პროცესორების გამოყენებით არის წარმოებული. მან დასავლეთს მოუწოდა, რომ გამკაცრდეს სანქციები, რათა რუსეთმა ვერ შეიძინოს ნაწილები იმ იარაღისთვის, რომელსაც ის უკრაინაში იყენებს. 

"Ka-52-ის ჩამოგდება მშვენიერია. მაგრამ ბევრად უკეთესია, რუსეთს მისი წარმოების შესაძლებლობა ჩამოერთვას. [...] რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს არ უნდა ჰქონდეს წვდომა ტექნოლოგიაზე." - წერს ერმაკი Telegram-ზე.

ერმაკის თქმით, რუსული თავდასხმის ვერტმფრენები დასავლეთისა და აზიის ქვეყნებიდან მიწოდებულ ისეთ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს შეიცავს, როგორიცაა ჩიპები, პროცესორები, ფლეშ მეხსიერება, სატელეკომუნიკაციო ტრანსფორმატორები, ხაზოვანი სტაბილიზატორები და სხვა.

კომენტარები