გერმანია

ისრაელი გერმანიას Arrow 3-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს მიჰყიდის

israelisches Verteidigungsministerium/dpa/picture alliance

გერმანია ისრაელისგან Arrow 3-ის ტიპის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემას იყიდის. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეთანხმება 3.3 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების სისტემის გაყიდვას გულისხმობს და ეს ისრაელის ისტორიაში უდიდესი სამხედრო შეთანხმებაა.  Arrow 3 ისრაელისა და აშშ-ს წარმოებული ანტი-სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემაა. სისტემას დედამიწის ატმოსფეროს მიღმა, დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის მანძილზე ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ ჩართული იყო მოლაპარაკებებში.

გერმანიის მხარემ დაადასტურა, რომ შეთანხმება შედგა და Arrow 3-ის სისტემის მიღებას 2025 წლის მეოთხე კვარტალში ელოდებიან. გერმანიის თავდაცვის უწყება ცდილობს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. 

კომენტარები