თბილისის მერია

18-20 აგვისტოს აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

https://droa.ge/

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდი ეწყობა, რის გამოც 18 და 20 აგვისტოს, 06:00-დან 09:00 საათამდე საავტომობილო  მოძრაობა შეიზღუდება. 

შეზღუდვა შეეხება თბილისი მოლიდან დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.

კომენტარები