ხანძარი ჰავაიზე

ჯეფ ბეზოსი და მისი პარტნიორი ჰავაის აღსადგენად $100 მილიონს გამოყოფენ

Amazon-ის დამფუძნებელი, მილიარდელი ჯეფ ბეზოსი და მისი პარტნიორი, ლორენ სანჩესი ლაჰინას ხანძრის შედეგად კუნძულის დაზიანების აღსადგენად 100 მილიონიან ფონდს ქმნიან

"ვქმნით Maui Fund-ს და გამოვყოფთ 100 მილიონ დოლარს, რათა დავეხმაროთ მაუის ფეხზე დადგეს ახლა და მომდევნო წლებში” - წერს სანჩესი სოციალურ ქსელში.

ჰავაიში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ლაჰაინას ხანძარი ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მომაკვვდინებელია.

ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა ხანძარს უწოდა "ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც ჰავაიში ოდესმე ყოფილა". ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა განადგურდა. ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალი დაახლოებით 6 მილიარდია.

ხანძარი ძლიერი სიცხით და გვალვითაა გამოწვეული, ხოლო ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს ქარიშხალი დორას ძლიერი ქარი, რომელიც წყნარ ოკეანეში კუნძულებიდან სამხრეთით ასობით კილომეტრში მძვინვარებს. 


"არ მინდა ვიყო დრამატული, მაგრამ არა მგონია, რომ მსგავსი რამ ოდესმე მომხდარა მაუიზე. დაუჯერებელია, რომ ხანძრებმა ამდენი ტერიტორია მოიცვა, ისინი მთელ კუნძულს მოედო". - თქვა ადგილობრივმა. 

როგორც სილვია ლუკი CNN-თან საუბრისას აღნიშნავს, კუნძულის საავადმყოფოები გადატვირთულია დამწვრობითა და კვამლის ინჰალაციისგან დასუსტებული პაციენტებით. დაშავებულთა მოვლას დაწესებულებებში მათ გადანაწილებასთან დაკავშირებული სირთულეები აფერხებს. ამასთან, ხელისუფლებას უჭირს ტყის ხანძრის შედეგად მოწყვეტილ ტერიტორიებთან კომუნიკაცია და ევაკუაციის კოორდინირება.

კომენტარები