დაღუპული მიგრანტები

საფრანგეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეში ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 50 ადამიანის გადარჩენა შეძლეს

ადგილობრივის თქმით, ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია 12 აგვისტოს, დილის 6 საათზე დაიწყო.

"რამდენიმე ნავი სერიოზული სირთულის წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ქალაქ სანგატთან ახლოს რამდენიმე გვამი იპოვეს". - თქვა მან Reuters-თან საუბარში.

საზღვაო პრეფექტურა ადასტურებს 6 ადამიანის დაღუპვის ინფორმაციას და აცხადებს, რომ სამძებრო-სამუშაო ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ, შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს. 

არხი საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, რომლის გადაკვეთასაც ნავი ცდილობდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ხაზია, სადაც ძლიერი დინებაა, რაც პატარა გემებით გადაკვეთისას სახიფათოა.

"ჩვენ გადავარჩინეთ 54 ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი". - თქვა ენ თორელმა, მოხალისემ, რომელიც ერთ-ერთ სამაშველო ნავზე იმყოფებოდა. მისი თქმით, გემზე ძალიან ბევრი მიგრანტი იმყოფებოდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მონაცემები აჩვენებს, რომ 2018 წლის დასაწყისიდან მიგრანტების არხის გადაკვეთის რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ეს რიცხვი ამ წელს დაახლოებით 16 000-ია.

კომენტარები