70 წლის ფრანგმა ექიმმა კარიმ ლუნისიმ საფრანგეთიდან უკრაინაში ველოსიპედით 4 000 კილომეტრზე მეტი გაიარა, რათა უკრაინელებისთვის გენერატორებისა და პირველადი დახმარების ნაკრების შესაძენად თანხები მოეპოვებინა.
კარიმ ლუნისმა მოგზაურობა საფრანგეთიდან 2023 წლის ივნისში დაიწყო და უკრაინამდე შვეიცარიის, გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთისა და პოლონეთის გავლით იმოგზაურა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის ახლა ლვოვშია და კიევისკენ მიემართება.
ლვოვში ფრანგ ქველმოქმედს მერი ანდრეი სადოვი დახვდა და მას დანიელ გალიციელის მონეტა გადასცა.
აღსანიშნია ისიც, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ლუნისს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ გაწევრიანება სურდა, თუმცა ასაკისა და ინგლისური ენის არასაკმარისი ცოდნის გამო არ მიიღეს, ამიტომ ლუნისმა დახმარება ქველმოქმედებით გადაწყვიტა.
"მოვედი აქ ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისაც მშვიდობა სურს და ჩემი ვიზიტით მინდა შევახსენო მთელ მსოფლიოს, რომ ომი უკრაინაში გრძელდება." - თქვა ლუნისმა.





