ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამართული სხდომის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საოლქო სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩვენი გადაწყვეტილებები. ჩვენ ყველა რეგიონულ სამხედრო კომისარს ვათავისუფლებთ. ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან რა არის ომი და რატომ არის ომის დროს ცინიზმი და მექრთამეობა ღალატი". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელებად უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და რომლებსაც ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინა ხაზზე ყოფნა არ შეუძლიათ.
"ეს გადაწყვეტილება მთავარსარდალმა ზალუჟნიმ უნდა შეასრულოს". - თქვა პრეზიდენტმა.
23 ივლისს, მთავარსარდლის შტაბში, ზელენსკიმ გადაუდებელი განკარგულება გასცა - შეიქმნას კომისია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სამართალდამცავ ბლოკთან ერთად, რათა უკრაინის ყველა რეგიონში სამხედრო კომისარიატების მუშაობას შემოწმდეს.





