რუსეთი

რუსეთი: მოსკოვსა და სევასტოპოლზე დრონებით 13 თავდასხმა განხორციელდა

10 აგვისტოს ღამის საათებში მოსკოვსა და სევასტოპოლზე დრონებით 13 თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მომხდარის შესახებ კომენტარს აკეთებს მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინიც. მისი თქმით, მოსკოვის მახლობლად ორი სამხედრო დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის დედაქალაქის მერი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. ასევე, 10 აგვისტოს, 2:43-5:15 საათებში მოსკოვის ორ აეროპორტში, ვნუკოვოსა და დომოდედოვში თვითმფრინავების გაფრენა და ასევე მიღება შეიზღუდა. 

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა სევასტოპოლზე თავდამსხმელი თერთმეტი დრონის ჩამოგდება, მათგან ცხრა შავ ზღვაში ჩამოვარდა, მანამ, სანამ მიზანს მიაღწევდა.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები