Megan Thee Stallion

MEGAN THEE STALLION-ზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ რეპერს ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ლოს-ანჯელესის სასამართლომ რეპერი ტორი ლანესი შეიარაღებულ თავდასხმაში და იარაღის უკანონო ტარებაში დამნაშავედ ცნო. ლანესს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

2020 წლის 15 ივლისს Megan Thee Stallion რეპერ ტორი ლანესის მანქანაში იმყოფებოდა. სიტყვიერი შეკამათების შემდეგ ლანესმა მომღერალს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა. მოგვიანებით მანქანა პოლიციამ გააჩერა და რეპერი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავა. მანქანის გაჩერების მომენტში Megan Thee Stallion ფეხში იყო დაჭრილი, მაგრამ პოლიციელს არაფერი ანიშნა, რადგან ეშინოდა, რომ ლანესი მოკლავდა.

"ყოველდღე ვფიქრობ ძალადობის გადარჩენილ მსხვერპლებზე. თავს უძლურად ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხვდები, რომ მართლმსაჯულების სისტემამ შეიძლება ვერ დაგიცვას. საბედნიეროდ პროკურატურამ ჩემთვის ბოლომდე იბრძოლა და დამნაშავე დაისაჯა". – განაცხადა Megan Thee Stallion-მა.

სასამართლო დავა 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ამ პერიოდში რეპერი თავდებით იყო გათავისუფლებული. ლანესს ციხეში 7 წლის გატარება მოუწევს. 

"10 წელი ძალიან დიდი ვადაა. ჩემი კლიენტი სამაგალითოდ დასაჯეს, რადგან საქმეში ცნობილი ადამიანის სახელი ფიგურირებდა. ბატონი ლანესი ადამიანია და არა განტევების ვაცი". – ამბობს ლანესის ადვოკატი.

კომენტარები