ესპანეთი

ესპანეთში გვალვის გამო სასმელი წყლის რეზერვუარების კრიზისია

REUTERS/Nacho Doce

ესპანეთის სამხრეთ რეგიონებში გვალვის გამო სასმელი წყლის დეფიციტია. სამხრეთ ევროპაში, მათ შორის ესპანეთში, რეკორდულად ცხელი ზაფხულია. ესპანეთში გვალვის შედეგები სავალალოა - დამშრალია ან წყლის დონე სასმელი წყლის რეზერვუარებში საგრძნობლად შემცირებულია.

ყველაზე მეტად კატალონიისა და ანდალუსიის რეგიონები დაზარალდა. კატალონიის 22 სოფელი, სადაც 25 000 ადამიანი ცხოვრობს, სასმელი წყლის დეფიციტის წინაშეა. აღნიშნულ რეგიონებში მეურნეობებში გამოყენების შესახებ წყლის შეზღუდვა დაწესდა. ჯერჯერობით ესპანეთის ხელისუფლებას ადამიანების მიერ მოხმარებულ წყლის რაოდენობაზე ზედა ზღვარი არ დაუწესებია. 

ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს პრესსპიკერის თქმით, რეზერვუარებში წყლის დონის შემცირება თბური ტალღების შედეგად წყლის აორთქლების მაღალ მაჩვენებელს და ადამიანების მიერ წყლის გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება. 

კომენტარები