რუსეთ-საქართველოს ომი

კობახიძე: 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამ ღალატი ჩაიდინა

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა. 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უდიდესი ღალატი ჩაიდინა. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული თარიღია, თუმცა, ამასთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას თავები შესწირეს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე.

კომენტარები