ინფორმაცია ბომბის შესახებ

დუსელდორფში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო მასობრივი ევაკუაცია დაიწყო

Christoph Reichwein/dpa/picture alliance

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ამერიკული ბომბი აღმოაჩინეს. ბომბის უსაფრთხო დეტონაციისთვის 13 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

აუფეთქებელი ბომბი 7 აგვისტოს მეხანძრეებმა იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი 500 კილოგრამს იწონის. დუსელდორფის პოლიცია და სახანძრო ჯგუფები ბომბის დეტონაციას 8 აგვისტოს ღამეს აპირებენ. აღმოჩენილი ბომბის უსაფრთხო დეტონაციისთვის პოლიციამ 500 მეტრის რადიუსში ყველა გზა გადაკეტა.

გერმანიის დიდ ქალაქებში აუფეთქებელი ბომბების აღმოჩენა ხშირი მოვლენაა. 2020 წელს ფრანკფურტში დაახლოებით 500 კილოგრამიანი ბომბის აღმოჩენის შემდეგ 10 ათას ადამიანზე მეტის ევაკუაცია გახდა საჭირო, რის შემდეგაც ბომბი უსაფრთხოდ ააფეთქეს. ასევე, 2021 წელს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა სამშენებლო ტერიტორიაზე, მიუნხენში, რის გამოც ოთხი ადამიანი დაშავდა. 

კომენტარები