უეს ანდერსონი

უეს ანდერსონს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცემა

უეს ანდერსონს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცემა.

1 სექტემბერს ამერიკელ რეჟისორს კინოში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცემა.

"ანდერსონი რჩება იმ რეჟისორად, რომლის უნიკალური და უშეცდომო სტილის ამოცნობა მხოლოდ ერთ კადრით არის შესაძლებელი". – ამბობს ფესტივალის პროგრამის დირექტორი ალბერტო ბარბერი.

ფესტივალზე ასევე ანდერსონის მოკლემეტრაჟიანი ფილმის The Wonderful Story of Henry Sugar პრემიერა შედგება.

ივლისის ბოლოს ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა გამოქვეყნდა.

კომენტარები