რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებთან 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაცით, 5 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა

"დღეს ღამით რუსეთის ფედერაციამ უკრაინას მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა მიაყენა. ამ დარტყმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. გასული დღის განმავლობაში მტერმა 20 სარაკეტო და 62 საჰაერო დარტყმა განახორციელა [...]

მტერი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით აგრძელებს". - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის მასშტაბით შემდგომი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია.

კომენტარები