რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთი უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის

ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ხუეი
AP Photo/Ng Han Guan

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პეკინი ევრაზიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, ლი ხუეის "უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოსაგვარებლად" საუდის არაბეთში მოლაპარაკებებისთვის გზავნის.

"ჩინეთს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობაში კონსტრუქციული როლის თამაშის გასაგრძელებლად საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა სურს". - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვანგ ვენბინგმა.

უკრაინელი და დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ქალაქ ჯიდაში, 40 ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლისა და სხვა მაღალჩინოსნების შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის ომის შეწყვეტის გზებზე შეჯერდებიან. მოსკოვი შეხვედრას არ დაესწრება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა შემოდგომაზე "მშვიდობის სამიტის" გასამართად მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

ცნობისთვის, ლი, რომელმაც წარსულში განაცხადა, რომ ჩინეთს “ძლიერი რუსეთი” სჭირდება, უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებში უნდობლობას იწვევს და ჩინეთის, როგორც მშვიდობის ნეიტრალური შუამავლის როლს დამატებით ეჭვქვეშ აყენებს.

კომენტარები