რუსეთი-საქართველო

რუსული ავიაკომპანია აზიმუტის თვითმფრინავი თბილისში ავარიულად დაეშვა

რუსული ავიაკომპანია აზიმუტის თვითმფრინავს, რომელიც 2 აგვისტოს საღამოს თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, პრობლემა შეექმნა და იძულებული გახდა, თბილისის აეროპორტში დაბრუნებულიყო.

Эха Кавказа-ს ცნობით, თვითმფრინავმა აფრენისას სადესანტო მექანიზმის მოხსნა ვერ შეძლო და აფრენიდან დაახლოებით 20 წუთში თბილისში ავარიულად დაეშვა. ამას პორტალი Flightradar-ის მონაცემებიც ადასტურებს.

მგზავრები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ ახალ თვითმფრინავს, რომელმაც ისინი მოსკოვში წაიყვანა. რეისი, რომელიც თბილისის დროით 22:45 წუთზე იყო დაგეგმილი, დილის 04:35 საათზე გაფრინდა.

ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მიმდინარე წლის 19 მაისიდან დაიწყო.

კომენტარები