შოვი

შსს: შოვში 2 ვერტმფრენით მაშველები მიემგზავრებიან, დაშავებულებზე ზუსტი ინფორმაცია არაა

კადრები ვიდეოდან / პირველი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტრო რაჭაში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასის ჩამოშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ვერტფრენები და მაშველები მიემართებიან, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

"მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით". – ნათქვამია განცხადებაში.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ადგილზე მაშველებს ელოდებიან მოქალაქეები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში არიან ჩარჩენილი.

კომენტარები