სამაგიდო თამაში

UNO-ს შემქმნელი კომპანია მთავარი მოთამაშის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

UNO®

სამაგიდო თამაში UNO-ს შემქნელი კომპანია Mattel აცხადებს ვაკანსიას UNO-ს მთავარი მოთაშის პოზიციაზე კვირაში $4 444.44 ანაზღაურებით. 

მთავარი მოთამაშის პოზიციისთვის შერჩეული პირი 4 კვირას გაატარებს ნიუ-ორკში. ის მიიღებს მონაწილეოობას Uno-ს ახალი ვერსიის - Uno Quatro-ს დახვეწაში. მთავარი მოთამაშის მოვალეობებში შედის კვირაში ოთხი დღის, ხოლო დღეში 4 საათის განმავლობაში Uno Quatro-ს თამაში.  

განაცხადის შესავსებად აუცილებელი პირობაა, აპლიკანტები იყვნენ 18 წელზე მეტი ასაკის აშშ-ს მოქალაქეები. 

კომპანია ასევე აფრთხილებს მსურველებს, რომ მათ უნდა შეეძლოთ "გრძელი პერიოდის განმავლობაში იჯდნენ, აწიონ და ატარონ 50 ფუნტის სიმძიმე, გაშალონ და მოაწყონ სათამაშო მაგიდები და კარვები".

დიდწილად, კომპანია მიზნად ისახავს თამაშის პოპულარიზაციას. შესაბამისად, მთავარ მოთამაშეს ევალება, აქტიურობდეს სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით, სათამაშო კომპანიისა თუ საკუთარ TikTok პლატფორმაზე.

Mattel-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მათი გაყიდვები აპრილ-ივნისის პერიოდში დაახლოებით $1 მილიარდი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. მოგება კვარტალში ასევე შემცირდა 27 მილიონ დოლარამდე, წინა წლის 68 მილიონ დოლართან შედარებით. სათამაშოების მწარმოებელი კომპანია ინოვაციებისა და მარკეტინგული კამპანიების საშუალებით მოგების მაქსიმიზებას ცდილობს.

კომენტარები