ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტმა Eras Tour-ის სატვირთოების მძღოლებს ბონუსად $100 000 გადასცა

Mat Hayward/Getty Images for TAS Rights Management

ტეილორ სვიფტმა Eras Tour-ის აშშ-ის ეტაპის დასრულების წინა დღეს მადლობა გადაუხადა ტურზე მომუშავე გუნდის წევრებს და მათ ფულადი ბონუსები გადასცა.

სვიფტმა სატვირთოს ყველა მძღოლს ბონუსის სახით $100 000 გადასცა - ინფორმაცია CNN-ს სატვირთო კომპანია Shomotion-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ შერკენბახმა დაუდასტურა. მისი კომპანია სცენისა და მისი მთელი ჩონჩხის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. 

ორშაბათ დღეს ეკიპაჟის წევრები შეხვედრას დაესწრნენ, რომელზეც ტეილორ სვიფტის მამამ, სკოტ სვიფტმა, სიტყვით მიმართა ეკიპაჟის წევრებს და ტეილორის პერსონალური მონოგრამის გამოსახულების მქონე ცვილის ბეჭდით დალუქული კონვერტები დაურიგა. 

ტეილორ სვიფტმა ტურზე მომუშავე ასობით დამხმარეს ჯამურად ბონუსის სახით 50 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა. 

კომენტარები