ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისურ უოტფორდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის (მეორე დივიზიონი) კლუბ უოტფორდში გადავიდა.

ჩაკვეტაძე უოტფორდში ბელგიური გენტიდან 1-წლიანი იჯარით გადავიდა, სეზონის ბოლოს კი უოტფორდს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

უოტფორდი ჩემპიონშიპის პირველ ტურში 5 აგვისტოს, ქუინს პარკ რეინჯერსს უმასპინძლებს.

გიორგი ჩაკვეტაძემ საფეხბურთო კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, 2018 წელს კი ბელგიურ გენტში გადავიდა. ამის შემდეგ, სხვადასხვა სახის ტრავმების მერე პრაქტიკულად 2 სეზონი გამოტოვა. გასულ სეზონი კი 24 წლის ფეხბურთელმა ბრატისლავის სლოვანში გაატარა.

საკლუბო დონეზე ჩაკვეტაძე ჯამში სულ 170 მატჩი აქვს გამართული, სადაც თავი 16 გოლით და 40 საგოლე პასით გამოიჩინა. საქართველოს ნაკრებში კი გიორგის 15 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები