ბუკერის პრემია

2023 წლის ბუკერის პრემიის ნომინანტთა გრძელი სია ცნობილია

2023 წლის ბუკერის პრემიის პირველადი, 13 ნაწარმოებისაგან შემდგარი სია გამოქვეყნდა. მასში წარმოდგენილი წიგნების ავტორები 4 კონტინენტიდან არიან. სიაში არის ოთხი ირლანდიელი მწერალი, ოთხი დებიუტანტი მწერალი და ათი ავტორი, რომლებიც პირველად მოხვდნენ პრემიის ნომინანტთა სიაში. 

ბუკერის პრემია გაერთიანებული სამეფოს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოს წარმოადგენს. ტრადიციულად, შერჩეული ჟიურის წევრები დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში გამოქვეყნებულ ნამუშევრებს შორის ეძებენ საუკეთესო რომანს.

"შვიდი თვის განმავლობაში წავიკითხეთ 163 რომანი და ამ დროს მთელი სამყარო თვალწინ გადაგვეშალა. ჩვენ გადაგვიყვანეს მე-20 საუკუნის დასაწყისის მაინსა და პენანგში, ლაგოსის ენერგიულ ქუჩებში და ლონდონის სკვოშ კორტებში, ატლანტიკის ყველაზე შავ სიღრმეებში და დისტოპიურ ირლანდიაში, სადაც უფლებების საშინელი ხელყოფა დიდ გაფრთხილებად გვევლინება". - ამბობს ჟიურის თავმჯდომარე.

ამ წლის ჩათვლით, ბუკერის პრემიის სიებში მოხვედრილია 37 ირლანდიელი მწერლის სახელი, რაც ირლანდიას აქცევს ყველაზე მეტი ნომინანტის მქონე ქვეყნად თავისი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით. 

ბუკერის პრემიის ექვსი წიგნისაგან შემდგარი საბოლოო მოკლე სია 21 სექტემბერს გამოქვეყნდება, გამარჯვებული კი 26 ნოემბერს გამოვლინდება.

იხილეთ წიგნების გრძელი სია:

  • A Spell of Good Things - Ayọ̀bámi Adébáyọ̀
  • Old God's Time - Sebastian Barry 
  • Study of Obediance - Sarah Bernstein 
  • If I Survive You - Jonathan Escoffery
  • How to Build a Boat - Elaine Feeney 
  • This Other Eden - Paul Harding 
  • Pearl - Siân Hughes 
  • All the Little Bird-Hearts - Viktoria Lloyd-Barlow 
  • Prophet Song - Paul Lynch 
  • In Ascension - Martin MacInnes 
  • Western Lane - Chetna Maroo 
  • The Bee Sting - Paul Murray
  • The House of Doors - Tan Twan Eng 

 

კომენტარები