რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმში ოკუპანტების მიმართ სამოქალაქო წინააღმდეგობა იზრდება – უკრაინის დაზვერვა

Reuters

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობა რუსი ოკუპანტების მიმართ იზრდება.

"დაპირისპირება ოკუპანტებსა და პროუკრაინულ სამოქალაქო მოსახლეობას შორის დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე იზრდება.

კერძოდ, სისტემატური გახდა თავდასხმები მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით სამხედრო ობიექტებზე. მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, თავდასხმების უმეტესობის ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან." - წერია დაზვერვის განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პერსონალი სრულ მზადყოფნაშია, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს მსგავს თავდასხმებს. "საეჭვო პირებს", რომლებიც შესაძლოა მსგავს ინციდენტებში იყვნენ ჩართულნი, თვალს ადევნებენ. უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, ნებადართულია ფიზიკური ძალისა და იარაღის გამოყენება, მასობრივი დაკავება და დაპატიმრება.

ზოგიერთი მოქალაქე, რომელმაც უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე, დაკავების შემდეგ ითვლება "დაკარგულ პირად". დაზვერვის ინფორმაციით, თავისუფალ ადამიანებზე ვრცელდება ადმინისტრაციული სასჯელი და დიდი ჯარიმები. ამასთან, მოქალაქეებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ და ქონებას ართმევენ.

კომენტარები