ქართული ოცნება

ოდიშარია: ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი მიდრეკილია ბატონყმური წყობილებისკენ

რა დასანანია, რომ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთ ნაწილს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ გეოპოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ ძალთა გადანაწილებაზე, მიდრეკილნი არიან ბატონყმური წყობილებისკენ და მიისწრაფვიან, რამდენად შეურაცხმყოფელიც არ უნდა იყოს, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიმართ ბატონყმური დამოკიდებულებისკენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადება. მანჯგალაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე თქვა, რომ "შეუძლებელია, ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, გაუგებარია“.

კომენტარები