რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: ტერორისტული თავდასხმების მცდელობის გაგრძელებით კიევი ტერორისტულ ბუნებას ავლენს

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინა რუსეთზე იერიშების მიტანის მცდელობების გაგრძელებით თავის ტერორისტულ ბუნებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"კიევის რეჟიმი მუდმივი ტერორისტული თავდასხმის მცდელობებით თავის ბუნებას ავლენს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ასეთი თავდასხმების რისკი მინიმუმამდე დავიდეს". - თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, უკრაინის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების ფონზე მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

"ბუნებრივია, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, რათა სამოქალაქო ობიექტებსა და საცხოვრებელ კვარტლებზე კიევის მხრიდან თავდასხმების მუდმივი საფრთხისგან თავი დავიცვათ. ეს ეხება არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ ყველა რეგიონს, რომლებზეც ასეთი იერიშები მიაქვთ". - დასძინა პესკოვმა. 

კითხვაზე, თუ რა კონკრეტულ უსაფრთხოების ზომებს მიმართავს მოსკოვი, პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ კითხვის დასმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვისაა მიზანშეწონილი.

"ეს კითხვა უნდა დაუსვათ მათ, ვინც ასეთ საკითხებს პროფესიონალურად ეკიდება". - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.

კომენტარები