ავარია გომისმთაში

გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა, დაღუპულია ერთი ადამიანი

გურიაში, გომისთმის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

გამოცემა ბათუმელები თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიკროავტობუსში ტურისტები ისხდნენ, დაღუპული კი გიდია.

ტაბულა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დეტალებს არკვევენ.

კომენტარები