რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე თავდასხმისას უკრაინამ ოთხივე დრონი ჩამოაგდო

ირანული შაჰედის ტიპის დრონი

უკრაინამ რუსეთის მიერ ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაშვებული ირანული წარმოების ოთხივე შაჰედის დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

ოკუპანტებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 4 დრონით შეუტიეს. მათ შორის, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმა 2 შაჰედის დრონით განახორციელეს, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კერძო სასოფლო-სამეურნეო კომპანიის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდირება სწრაფად შეძლეს, თუმცა, დაზიანდა საწყობი.

ამჟამინდელი ინფორმაციით, 30 ივლისს ღამით ოკუპანტების თავდასხმის შედეგად არ არიან დაღუპულები და დაშავებულები.

კომენტარები