რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი რუსულ კომპანიებს, რომლებიც ომის პროპაგანდას ავრცელებენ, სანქციებს უწესებს

ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა რუსეთის შვიდ მოქალაქესა და ხუთ კომპანიას, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობდნენ. 

შვიდი ფიზიკური და ხუთ იურიდიული პირი პასუხისმგებელნი არიან ციფრულ საინფორმაციო მანიპულაციურ კამპანიაზე, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის დამახინჯება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება.

კამპანია მოიცავდა პრორუსული პროპაგანდის გავრცელებას ყალბი ვებსაიტებისა და სოციალური მედიის ანგარიშების მეშვეობით, ცნობილი ევროპული მედიისა და სამთავრობო პორტალების იმიტაციით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ "ეს კოორდინირებული და მიზანმიმართული ინფორმაციის მანიპულირება არის რუსეთის მიერ ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების წინააღმდეგ უფრო ფართო ჰიბრიდული კამპანიის ნაწილი".

სანქციები დაწესდა Inforos-ისა და მისი სამი დამფუძნებლის წინააღმდეგ. Inforos  დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, რომელიც აკონტროლებს 270-ზე მეტ ყალბ ვებგვერდს პრორუსული პროპაგანდით.

სანქციები დაწესდა ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია Dialogue-ის წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა კრემლის ხელისუფლების მიერ და მჭიდროდ დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ამასთან ერთად, სანქციები დაწესდა რუსული დიასპორის ინსტიტუტის, სოციალური დიზაინის სააგენტო და Structura National Technologies, ორი რუსული IT კომპანიისა და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ.

კომენტარები