საქართველო-რუსეთი

ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილ უძრავი ქონების გამოფენაზე ინფორმაცია აღარ იძებნება

რუსეთის მოქალაქეებისთის ბათუმში დაგეგმილ უძრავი ქონების გამოფენის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება

სავარაუდოდ, ღონისძიება გაუქმდა, თუმცა სარეკლამო რგოლი, რომელიც Youtube არხზე იყო განთავსებული, კვლავაც ხელმისაწვდომია. 

29-30 ივლისს ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორმა People Real-Estate-ის ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია

"საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენისთვის უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, როგორც ყველგან, წესები აქაც არის და გარკვეული საკითხები მოსაგვარებელია. ყველაფერში თავად გარკვევა არ გევალებათ. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People-ის გუნდი, გიწვევთ პირველ გამოფენაზე, რომელიც ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას მიეძღვნება. აქ თქვენ მიიღებთ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, პირადად გაესაუბრებით ჩვენს წარმომადგენლებს და დარწმუნდებით, რომ ბათუმში თქვენი მოთხოვნების შესაბამისი სრულყოფილი ქონების პოვნა შესაძლებელია!" - წერია ვებგვერდზე.

სარეკლამო კამპანიის სახე კრემლის კარის მომღერალი, ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვა მისი კონცერტით დაიხურება.

"ყველას სალამი! მე ირაკლი ფირცხალავა ვარ. 29-30 ივლისს გაიმართება ყველაზე გრანდიოზული Expo უძრავი ქონების სფეროში, საქართველოში. საიმედო მშენებელები, ექსკლუზიური უძრავი ქონება, დიდი ფასდაკლებები შენაძენზე და პრიზების გათამაშება, უნიკალური საინვესტიციო შეთავაზებები და რაღა თქმა უნდა, ჩემი კონცერტი". - ამბობს ფირცხალავა.

ვებგვერდზე განთავსებული პირვალნდელი ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები: გუმბათი ჯგუფი, მეტრო სითი ბათუმი, ტერასა ჯგუფი, დრიმლენდ ოაზის ჩაქვი, გრინ კაფე ბათუმი და სხვები იღებდნენ.

კომენტარები