ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჭიაბერაშვილი: დავთანხმდი ენმ-ს შეთავაზებას, ვიყო მათი საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი

facebook/zurab tchiaberashvili

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი იქნება. ინფორმაცია, რომ შეთავაზებას დათანხმდა, ჭიაბერაშვილმა თავად გაავრცელა. 

"დავთანხმდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას, ვიყო პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი.

საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევა ფოკუსირებულია და მომდევნო თვეებში გაგრძელდება 3 ძირითადი მიმართულებით:

  • საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება;
  • პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება;
  • უკრაინისადმი სოლიდარობა და უკრაინასთან საგარეო-პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.

ძალა ერთობაშია. საქართველო გაიმარჯვებს". - დაწერა მან. 

2022 წლის ნოემბერში, როდესაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობდა, ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ფიქრობდა. კანდიდატები იმ დროისთის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იყვნენ - ჭიაბერაშვილი ამბობდა, რომ  მათში "მაკონსოლიდირებელ ეფექტს" ვერ ხედავდა.   

"შევწყვიტე ფიქრი. დაწყნარდით. არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება". - თქვა 2 დღეში ჭიაბერაშვილმა.  

2017-2022 წლებში ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპული საქართველოს წევრი იყო. პარტიის დატოვება მან "გვერდზე გაწევით ახალგაზრდებისთვის გზის დათმობის" აუცილებლობით ახსნა. 

ჭიაბერაშვილი: აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით გზა დავუთმოთ მომავალ თაობას

კომენტარები