ყურანის დაწვა

"ყველაფერი, რაც კანონიერია, არ არის ეთიკური" – ბორელი ყურანის დაწვას გამოეხმაურა

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დანიასა და შვედეთში ყურანის დაწვა დაგმო.

“ისლამის წმინდა წიგნის დაწვა შეურაცხმყოფელი, უპატივცემულო და აშკარა პროვოკაციაა. ყველაფერი, რაც კანონიერია, არ არის ეთიკური" - თქვა ბორელმა.

19 ივლისს შვედეთის პოლიციამ დემონსტრანტებს დართო ნება, ერაყის საელჩოს გარეთ გაემართათ აქცია, რომელშიც მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებდა. შვედური მედია იტყობინებოდა, რომ ორი პირი ყურანის დაწვას გეგმავდა.აქამდე შვედეთის პოლიციამ მსგავსი დემონსტრაციების ჩატარებაზე, უსაფრთხოების საკითხების გამო, უარი თქვა. შემდეგში უზენაესმა სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილებები შეცვალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაცულია ქვეყნის გამოხატვის თავისუფლებით. 

23 ივლისს ორმა დემონსტრანტმა კოპენჰაგენში, ერაყის საელჩოს წინ ყურანი დაწვა. დემონსტრანტები საკუთარ თავს “დანიელ პატრიოტებად” მოიხსენიებენ. რამდენიმე დღის წინ დემონსტრანტებმა ყურანის დაწვის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე განათავსეს. 23 ივლისს დემონსტრანტებმა ისლამის წმინდა წიგნი ერაყის დროშასთან ერთად დაწვეს. 

2023 წლის ივლისში ყურანის დაწვის შემთხვევები დაიწყო შვედეთში, ერაყის საელჩოს წინ, რასაც ბაღდადში მასშტაბური გამოსვლები და შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრა მოჰყვა

ურთიერთობა დანიასა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ სახელმწიფოებს შორის. 

22 ივლისს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ ადამიანი, რომელიც ყურანს წაბილწავს ყველაზე მკაცრი სასჯელით უნდა დაისაჯოს.  

კომენტარები