ყურანის დაწვა

საუდის არაბეთმა შვედეთის ელჩი დაიბარა

Akhtar Soomro/File Photo/REUTERS

საუდის არაბეთის დედაქალაქში შვედეთის ელჩი ყურანის დაწვის ინცინდენტებთან დაკავშირებით დაიბარეს. საუდის არაბეთმა მოუწოდა შვედეთს იმოქმედოს ყურანის დაწვის "შეურაცხმყოფელი აქტების" წინააღმდეგ. 

შვედეთში, ერაყელი ლტოლვილების პროტესტს შვედეთსა და ზოგიერთ ისლამურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვა.

საუდის არაბეთმა სტოკჰოლმში მიმდინარე პროცესები დაგმო. 

“საუდის არაბეთი თხოვს შვედეთს მიიღოს ყველა სწრაფი და საჭირო ზომა ამ შეურაცხმყოფელი აქტების შესაჩერებლად” - თქვა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

საუდის არაბეთის რეგიონულმა მეტოქე ირანმა ასევე დაიბარა შვედეთის ელჩი ირანში. ირანის საგარეო მინისტრის თქმით, ირანი შვედეთის მთავრობას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მთელი მსოფლიოს მუსლიმების გრძნობების შელახვისთვის. 

ასევე, 20 ივლისს ერაყმა მისი ტერიტორიიდან შვედეთის ელჩის გაძევების ბრძანება გასცა. 

19 ივლისს შვედეთის პოლიციამ დემონსტრანტებს დართო ნება, ერაყის საელჩოს გარეთ გაემართათ აქცია, რომელშიც მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებდა. შვედური მედია იტყობინებოდა, რომ ორი პირი ყურანის დაწვას გეგმავდა.აქამდე შვედეთის პოლიციამ მსგავსი დემონსტრაციების ჩატარებაზე, უსაფრთხოების საკითხების გამო, უარი თქვა. შემდეგში უზენაესმა სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილებები შეცვალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაცულია ქვეყნის გამოხატვის თავისუფლებით

კომენტარები