ნიკა მელია

მელია: ქვეყანაში ვხედავ მოოლიგარქო ტიპებს, რომლებმაც ყველას ყიდვა განიზრახეს

ვხედავ, რომ ქვეყანაში მოოლიგარქო ტიპებმა, რომლებსაც აქვთ ფული, მაგრამ არ აქვთ ხედვა, განიზარახეს, რომ მოდი რა, ყველას ვიყიდი, ვიღაცა ოპოზიციიდან უნდა ვიყიდო, ვიღაცა ხელისუფლებიდან - ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი.

[...] 3-4 ადამიანი შეიძლება შეიკრიბოს და თქვას, რომ მოდი, მერე რა რომ ამბროლაურში, ხობში, სენაკში, ბათუმსა და ხულოში განსხვავებულად ფიქრობენ. მოდი, ჩვენ სხვა გვარად ვიფიქროთ. ჩვენ ფული გვაქვს და დავაპენეტრიროთ - ბევრი ვილაპარაკოთ, ტელევიზია გვაქვს, სხვადასხვა მედიასაშუალებები, თავს მოვახვიოთ ჩვენი ინტერესი. ეს ინტერესი ეროვნული რომ იყოს, ასე არ მოიქცევი, თუმცა რომ იყოს - კიდევ აიტანდი. ეს მხოლოდ პერსონალური და მერკანტილური ინტერესია. 

ამბობს ნიკა მელია TV პირველის ეთერში.

კომენტარები