აშშ-რუსეთი

რუსეთმა სირიის საჰაერო სივრცეში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი დააზიანა

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, სირიის საჰაერო სივრცეში რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი დააზიანა. საჰაერო ძალების ინფორმაციით, თვითმფრინავი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტიტერორისტულ მისიას ახორციელებდა, როცა თვითმფრინავი მიუახლოვდა. 

"2023 წლის 23 ივლისს, დილის 12:23 საათზე რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი აშშ-ს MQ-9 თვითმფრინავისკენ სახიფათოდ გაფრინდა. ეს უკანასკნელი კი ამ დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მისიის წინააღმდეგ მუშაობდა". - აღნიშნა საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა. 

ეკიპაჟმა, რომელიც MQ-9-ს დისტანციურად მართავდა, შეძლო შეენარჩუნებინა თვითმფრინავის კონტროლი და იგი ბაზაზე დაებრუნებინა.

აშშ-ს სამხედროები საუბრობენ, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება "საფრთხის შემცველი და არაპროფესიონალური" ინციდენტები საჰაერო სივრცეში. 

მსგავსი ინციდენტები სირიის ფარგლებს გარეთაც მოხდა. მარტში რუსული გამანადგურებელი შავ ზღვაზე ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს შეეჯახა. თავდაცვის ოფიციალური პირების თქმით, აშშ იძულებული გახდა თვითმფრინავი უკრაინის სანაპიროზე ჩამოეგდოთ. 

კომენტარები