რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელები დონეცკის ოლქში 750 მეტრით დაწინაურდნენ – ვალერი შერშენი

უკრაინელი სამხედრო 105-მმ-იან ჰაუბიცასთან, ბახმუტი, 2023 წლის 8 მარტი.
ARIS MESSINIS/AFP via Getty Images

უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ტავრის მიმართულების წარმომადგენლის, ვალერი შერშენის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ სტარომაიორსკში 750 მეტრით დაწინაურება შეძლეს. 

მისივე განმარტებით, ტავრის რეგიონში უკრაინელები, სამხედრო აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის თვალსაზრისით, რუსების უპირატესობის პირობებშიც კი პოზიციებს არ კარგავენ და წინსვლას განაგრძობენ. 

"შეტევითი მოქმედებების შედეგად უკრაინულ ჯარებს ნაკლები დანაკარგი აქვთ პერსონალსა და სამხედრო აღჭურვილობაში, საოკუპაციო არმიას კი მნიშვნელოვნად დიდი დანაკარგები აქვს". – თქვა შერშენმა.

მისივე თქმით, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით შეტევის დროს ვითარება არ შეცვლილა – უკრაინელი მცველები მიღწეულ ხაზებზე პოზიციებს ინარჩუნებენ და მტრის სამიზნეებზე იერიშები მიაქვთ.

კომენტარები