რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში "ლენინგრადის პოლკის" მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი ვაშუნინი მოკვდა

УНІАН

უკრაინაში "ლენინგრადის პოლკის" მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი ვაშუნინი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბელსკის განცხადებაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს

ბელსკის თქმით, 14 ივლისს "ვაშუნინი უკრაინელი მებრძოლების ოპერატიულ ალყაში მოექცა, რის შედეგადაც დაიღუპა". 

"იგი უკანასკნელ წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოდა". - დასძინა მან. 

ბელსკიმ ასევე აღნიშნა, რომ "ლენინგრადის პოლკის" მეთაურს რუსეთის გმირის წოდება სიკვდილის შემდგომ მიანიჭეს. 

უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, BBC-ის რუსული სამსახურისა და Mediazona-ს გათვლებით, 7 ივლისის მდგომარეობით, რუსების სამხედრო დანაკარგების საერთო რაოდენობამ 27 423 ადამიანი შეადგინა.

კომენტარები