რუსეთი

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამხედრო რეზერვისტების ზღვრული ასაკი იზრდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სამხედრო ვალდებულების მქონე რეზერვისტების ასაკობრივი ზღვრის გაზრდას ითვალისწინებს. 

სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს ოთხწლიან გარდამავალ პერიოდს - 2024 წლიდან 2028 წლამდე, რომლის დროსაც რეზერვისტების ასაკობრივი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება.

უფროსი ოფიცრების შემთხვევაში, რეზერვისტებისთვის ასაკობრივი ზღვარი 65 წლამდე, ხოლო უმცროსი ოფიცრებისთვის 60 წლამდე იზრდება. ამასთან, მაღალი რანგის ოფიცრებისთვის უცვლელი რჩება ასაკობრივი ზღვარი - 70 წელი.

ცვლილებები ასევე საშუალებას აძლევს რუსეთის სამხედროებს გააფორმონ კონტრაქტები უცხოელ მოქალაქეებთან, რომელთა ასაკი 52 წელზე ნაკლებია. 

კომენტარები